2024 წელს, მოლდოვაში "აბსოლუტური სიღარიბის" მაჩვენებელი 31,6%-დან 33,6%-იან ნიშნულამდე გაიზარდა, - ინფორმაციას მოლდოვური მედია სტატისტიკის ბიუროზე დაყრდნობით ავრცელებს.
ამავე უწყების მონაცემებით, გასულ წელს ქვეყანაში მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 0,1% შეადგინა.
ცნობისთვის, უკრაინაში ომის დაწყების წელს მოლდოვის ეკონომიკის მაჩვენებელმა -5% შეადგინა. 2023 წელს მშპ 1,2% გაიზარდა.
ამასან, მედიის ცნობით, მას შემდეგ, რაც ხელისუფლებაში პრეზიდენტ მაია სანდუს პარტია მოვიდა, მაჩვენებელი 24,5% შეადგენდა. 2024 წლისთვის სიღარიბე გაიზარდა და 33,6% შეადგინა.