ვიოლინოს ოსტატმა თითქმის 70 წლის განმავლობაში შექმნა ისტორია, რომელიც დღემდე გრძელდება. ლიანა ისაკაძემ მსოფლიო სცენის დაპყრობის გარდა, დააარსა ფესტივალი, რომელიც ქართული მუსიკალური მემკვიდრეობის მნიშვნელოვანი ნაწილია.
საერთაშორისო ფესტივალი "ღამის სერენადები" ყოველწლიურად მსოფლიო კლასიკური მუსიკის ვარსკვლავებს მასპინძლობს. 2025 წლის პროგრამა უკვე ცნობილია.
ქართველი და მსოფლიო კლასიკოსების ნაწარმოებები საქართველოს სამ ქალაქში შესრულდება.
ლეგენდარული ენიო მორიკონეს მთავარი მესაყვირე ნელო სალცა, რომელიც ათწლეულების განმავლობაში კინოს ისტორიას მაესტროსთან ერთად ქმნიდა, მორიკონეს უკვდავ მუსიკას სოფო ხალვაშთნ ერთად გააცოცხლებს.
"ღამის სერენადები" განსაკუთრებულ ყურადღებას შემეცნებით-საგანმანათლებლო პროგრამას დაუთმობს. ზაქარია ფალიაშვილის სახელობის სამუსიკო სკოლაში მასტერკლასებს სახელგანთქმული მუსიკოსები ჩაატარებენ.
ლიანა ისაკაძის ფესტივალს 11 ოქტომბერს, კლასიკური და თანამედროვე ქორეოგრაფიის სინთეზით გაჯერებული "ბალეტო დე რომა"დახურავს.
მუსიკალური დღესასწაული, რომელიც ერთგვარი ხიდია ქართულ და საერთაშორისო საზოგადოებას შორის, სამი თვე გაგრძელდება და მას გიორგი ისაკაძე ხელმძღვანელობს.
ავტორი: ნინი ნაცვლიშვილი.