აშშ-ში, მასაჩუსეტსის შტატის ქალაქ ფოლ-რივერში, მოხუცთა თავშესაფარში გაჩენილ ხანძარს 9 ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
მედიის ცნობით, ხანძრის შედეგად, კიდევ 30 ადამიანი დაშავდა.
ოფიციალურ პირებს დაშავებულების შესახებ დეტალური ინფორმაცია არ გაუსაჯაროებიათ, თუმცა მედიისთვის ცნობილი გახდა, რომ დაკავებულებს შორის 5 მეხანძრეა, რომლებმაც მსუბუქი ტრავმები მიიღეს.
მასაჩუსეტსის სახანძრო სამსახურის ცნობით, სამსართულიან შენობაში 100 საცხოვრებელი ბინაა განთავსებული და ხანძრის დროს შენობაში დაახლოებით 70 ადამიანი იმყოფებოდა.