20 ივნისი 2026,   10:26
ვრცლად
ლონდონის აეროპორტთან სამედიცინო თვითმფრინავის ჩამოვარდნას 4 ადამიანი ემსხვერპლა

დიდ ბრიტანეთში, ლონდონის საუთენდის აეროპორტთან, მცირე ზომის სამედიცინო თვითმფრინავის ჩამოვარდნას 4 ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას dailymail-ი ავრცელებს.

მედიის ცნობით, თვითმფრინავი კვირას საღამოს, აფრენიდან რამდენიმე წამში ჩამოვარდა და აფეთქდა. ავიაკატასტროფის გამო, საერთაშორისო აეროპორტი დაიხურა და ფრენები გაუქმდა.

პოლიციამ 4 ადამიანის დაღუპვა დაადასტურა. სავარაუდოდ, გარდაცვლილებს შორის ორი პილოტი და ორი მგზავრია.

ავიაკატასტროფების გამოძიების განყოფილებამ, თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზების დასადგენად გამოძიება დაიწყო.

 

დღის ამბები