2 ადამიანი მოკლა და ამდენივე დაჭრა შეერთებულ შტატებში, ერთ-ერთ ბაპტისტურ ეკლესიაში მამაკაცმა. შემთხვევა კენტუკიში მოხდა.
ეკლესიაზე თავდასხმამდე, ეჭვმიტანილმა, აეროპორტის მიმდებარედ ავტომობილი გაიტაცა, პოლიციას ცეცხლი გაუხსნა და ერთი სამართალდამცველი დაჭრა.
თავდამსხმელი პოლიციამ ადგილზე გაანეიტრალა. მიზეზების დასადგენად გამოძიება მიმდინარეობს.