იზმირში ტყის ხანძრების ჩაქრობა ამ დრომდე ვერ ხერხდება. სტიქიის ზონაში მობილიზებულია ასობით მეხანძრე-მაშველი.
ლოკალიზების სამუშაოებში 13 ვერტმფრენი და 34 ერთეული სპეციალური ტექნიკაა ჩართული.
ბოლო პერიოდში იზმირის რეგიონში ხანძრების გამო ევაკუირებულია 50 000 ადამიანი.