ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივანი, მარკ რუტე, 14-15 ივლისს, ვაშინგტონს ეწვევა. ინფორმაცია ალიანსის ოფიციალურ ვებგვერდზეა განთავსებული.
გენერალური მდივანი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს, სახელმწიფო მდივანს, მარკო რუბიოს, თავდაცვის მინისტრს, პიტ ჰეგსეთს და კონგრესის წევრებს შეხვდება.