20 ივნისი 2026,   10:18
ვრცლად
"ქურთისტანის მუშათა პარტიის" მებრძოლებმა იარაღის დაყრა დაიწყეს - 1984 წლიდან დღემდე, თურქეთის მთავრობასთან კონფლიქტმა 40 000-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა

"ქურთისტანის მუშათა პარტიის" მებრძოლებმა იარაღის დაყრა დაიწყეს. სიმბოლური ცერემონია ერაყის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ სულეიმანიასთან გაიმართა.

მედიის ცნობით, დაჯგუფების განიარაღების პროცესი, სავარაუდოდ, 2-დან 5 თვემდე გაგრძელდება, ამ დროის განმავლობაში მებრძოლები ერაყში დარჩებიან და "ქურთისტანის მუშათა პარტიის" ნებისმიერ საქმიანობას შეწყვეტენ.

"ქურთისტანის მუშათა პარტიამ"" 1984 წელს თურქეთის წინააღმდეგ აჯანყება დაიწყო ქურთული სახელმწიფოს შექმნის მიზნით. კონფლიქტმა 40 000-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა.

ორგანიზაციას თურქეთი, შეერთებული შტატები და ევროკავშირი ტერორისტულ დაჯგუფებად მიიჩნევს.

დღის ამბები