აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი და პირველი ლედი, მელანია ტრამპი ტეხასში ჩავიდნენ. წყალდიდობის შედეგად დაზარალებულ რეგიონში აშშ-ის პრეზიდენტი გუბერნატორს და სხვა მაღალჩინოსნებს შეხვდა.
წყალდიდობა ტეხასში 4 ივლისს მოხდა. შემთხვევის შედეგად, 120 ადამიანი დაიღუპა, 161 კი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება. სამძებრო სამუშაოებში ჩართულია ვერტმფრენები და დრონები.