დონალდ ტრამპის წერილები ქეროლაინ ლევიტმა თეთრი სახლის ბრიფინგზე გამოიტანა. ამერიკის პრეზიდენტის სპიკერმა დოკუმენტები ჟურნალისტებს წარუდგინა და ოფიციალური ვაშინგტონის ახალი სავაჭრო გადაწყვეტილებების შესახებ აცნობა.
დონალდ ტრამპის წერილის ერთ-ერთი ადრესატი მაია სანდუა. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა მოლდოვას 25%-იანი გადასახადი დაუწესა. ოფიციალური ვაშინგტონისთვის გადაწყვეტილების მიღების საფუძველი კიშინიოვის მიერ ამერიკისთვის დაწესებული სავაჭრო ბარიერები და სატარიფო პოლიტიკა გახდა.
ტრამპის წერილს ადრესატი ამ დრომდე არ გამოხმაურებია, მაია სანდუს ნაცვლად ამერიკის შეერთებული შტატების გადაწყვეტილებაზე კომენტარი ქვეყნის ეკონომიკის მინისტრმა სოციალური ქსელის საშუალებით გაავრცელა. დიანა ნისტორი აცხადებს, რომ მოლდოვა ალტერნატიული საექსპორტო ბაზრების ეძებს.
მოლდოვის გარდა, ტარიფების შესახებ ვაშინგტონიდან წერილი კიდევ შვიდმა ქვეყანამ მიიღო. მათგან ყველაზე მაღალი გადასახადი ბრაზილიას დაეკისრა. გადაწყვეტილების მიზეზად შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ქვეყანაში დაპატიმრებული ყოფილი პრეზიდენტის ჟაირ ბოლსონარუს პოლიტიკური დევნა და ამერიკული სოციალური პლატფორმების დაბლოკვა დაასახელა. ამერიკელ კოლეგას უკვე უპასუხა ლულა და სილვამ.
ვაშინგტონიდან წერილი ამ დრომდე არ მიუღია ევროკომისიას. შეერთებულ შტატებს და ევროკავშირს შორის ახლა სავაჭრო მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ევროპისთვის ამერიკას 10%-იანი გადასახადი აქვს დაწესებული, თუმცა ცნობილია, რომ იმ შემთხვევაში თუ ევროკავშირი ამერიკის მიმართ გადასახადებს საპასუხოდ არ დაწევს თეთრი სახლი ევროკავშირისთვის 50%-იან ტარიფს დააწესებს.
სატარიფო პოლიტიკით ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი მსოფლიოს ქვეყნების მხრიდან ვაჭრობაში არსებული უთანასწორო პირობების აღმოფხვრას და ფედერალური ვალის შემცირებას ცდილობს. თუმცა მედია წერს, რომ ნაბიჯებმა მხოლოდ ინფლაცია და ეკონომიკური ზრდის შენელება გამოიწვია.