ევროკავშირი უკრაინის აღდგენისთვის 2.3 მილიარდ ევროს გამოყოფს - განცხადება რომში უკრაინის რეკონსტრუქციის საკითხზე რიგით მეოთხე კონფერენციაზე გაკეთდა.
ორდღიან საერთაშორისო ღონისძიებას იტალიის პრემიერ-მინისტრი მასპინძლობს. სტუმრებს შორის არიან უკრაინის პირველი პირი, გერმანიის კანცლერი, ევროკომისიის პრეზიდენტი, ასევე, პოლონეთის და ესპანეთის პრემიერ-მინისტრები.