კუალა-ლუმპურში რუბიოსა და ლავროვის შეხვედრა გაიმართა. ამერიკის სახელმწიფო მდივანი და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ერთმანეთს დახურულ კარს მიღმა შეხვდნენ.
მოლაპარაკების დასრულების შემდეგ, მარკო რუბიომ განაცხადა, რომ დონალდ ტრამპი იმედგაცრუებულია, რადგან რუსული მხარე უკრაინასთან დაკავშირებით მეტ მოქნილობას არ იჩენს.