ახალი დეტალები თბილისში მომხდარი დაჭრის შესახებ. ცნობილია გახდა, რომ საბურთალოზე, ორი ახალგაზრდა მამაკაცს შორის მომხდარ შელაპარაკებას არა ერთი, არამედ, ორი დაზარალებული ჰყავს. ინციდენტისას მათ, ერთმანეთი ცივი იარაღით დაჭრეს.
"რუსთავი 2-ის" ინფორმაციით, შემთხვევას წინ საცხოვრებელ კორპუსში დაწყებული უთანხმოება უძღოდა.
თავდაპირველად ინფორმაცია ერთი პირის დაჭრის შესახებ გავრცელდა, თუმცა მოგვიანებით ორივე მათგანის დაჭრის შესახებ გახდა ცნობილი.
ორივე ახალგაზრდა მკურნალობას საავადმყოფოში განაგრძობს. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში "რუსთავი 2-ს" განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლი სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებას გულისხმობს.