10 აგვისტო 2026,   20:01
ვრცლად
უკვე სამი საათია თბილისის საქალაქო სასამართლოში ზვიად ცეცხლაძისა და კიდევ შვიდი პირის პროცესი მიმდინარეობს

უკვე სამი საათია თბილისის საქალაქო სასამართლოში ზვიად ცეცხლაძისა და კიდევ შვიდი პირის პროცესი მიმდინარეობს. დაკითხეს ბრალდების მხარის ორი მოწმე, საპატრულო პოლიციისა და "თბილსერვის" ჯგუფის წარმომადგენლები. 

დღევანდელ პროცესზე ასევე გამოიკვლიეს პროკურატურის მტკიცებულებები. დაკავებულებიდან სამს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხუთს კი მონაწილეობას ედავებიან. 

ბრალის დადასტურების შემთხვევაში მათ 4-დან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

დღის ამბები