20 ივნისი 2026,   10:16
ვრცლად
პარიზში, მარინ ლე პენის პარტიის ოფისში პოლიციამ რეიდი ჩაატარა

პარიზში, მარინ ლე პენის პარტიის ოფისში პოლიციამ რეიდი ჩაატარა. ინფორმაცია პარტიის თავმჯდომარემ გაავრცელა. ის დევნის ახალ კამპანიაზე საუბრობს.

გავრცელებული ინფორმაციით, "ეროვნული გაერთიანების" შტაბ-ბინაში, დაახლოებით, 20 ოფიცერი შევიდა, - მათ ტყვიაგაუმტარი ჟილეტები ეცვათ. მათთან ერთად იყო ორი გამომძიებელი და მოსამართლე.

ოფისიდან ამოღებულია ელექტრონული მიმოწერა და დოკუმენტაცია. პარტიაში აცხადებენ, რომ მათთვის უცნობია ჩხრეკის საფუძველი.

დღის ამბები