პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 34 პირი დააკავა ოპერატიული ღონისძიებები ქვეყნის მასშტაბით ათეულობით მისამართზე ჩატარდა. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულები იყვნენ ნარკოტიკის რეალიზაციის სქემებში და მისი გავრცელებისთვის სხვადასხვა მეთოდს იყენებდნენ.
ინტერნეტ-აპლიკაციებისა და სოციალური ქსელების მეშვეობით, ნარკოტიკებს კონკრეტულ ლოკაციებზე დებდნენ.
დაკავებულები არიან საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეები.
"კურიერი" ერთ-ერთი დაკავებულის ადვოკატს ესაუბრა, რომელმაც აღნიშნა, რომ შესაძლოა, ბრალის ოფიციალურად წარდგენა დღესვე მოხდეს.
"ამ ეტაპისთვის, მას არ შევხვედრილვარ - რა თქმა უნდა, იგეგმება მასთან შეხვედრა, პოზიციის შეთანხმება, შესაბამისად, მეტს ვერაფერს ვერ გეტყვით. დაკავებულია. ნარკოტიკული საშუალების გასაღება, როგორც არის ცნობილი. არ ვიცი ზუსტად - დღეს ვგეგმავ მასთან შეხვედრას და შესაძლებელია, იყოს დღესვე [ბრალის ოფიციალური წარდგენა], არ ვიცი," - აცხადებს ადვოკატი.