ტეხასში დამანგრეველი წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 104-მდე გაიზარდა.
ბოლო ცნობებით, წყალდიდობის შედეგად გარდაცვლილია 27 არასრულწლოვანი, რომლებიც მდინარე გვადალუპას გასწვრივ მდებარე გოგონების საზაფხულო ბანაკში იმყოფებოდნენ.
დაკარგულების პოვნის მიზნით, შტატში სამძებრო-სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება.