
ზალცბურგის ფედერალური პროვინციის, ვალდ იმ პინცგაუს მახლობლად, მცირე ზომის თვითმფრინავი ჩამოვარდა და მისი ოთხივე მგზავრი დაიღუპა.
არსებული ინფორმაციით, დაცემის შემდეგ, თვითმფრინავს ცეცხლი გაუჩნდა.
როგორც მედია წერს, მგზავრები გერმანიის მოქალაქეები იყვნენ.
ტრაგედიის ზუსტი მიზეზის დასადგენად, მიმდინარეობს გამოძიება.