
გაერო-ს გენერალურმა მდივანი, ანტონიო გუტერეში უკრაინაში მიმდინარე ომზე საუბრობს. მისი თქმით, რუსეთის თავდასხმები საფრთხეს უქმნის ბირთვულ უსაფრთხოებას ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე.
"ანტონიო გუტიერეში მკაცრად გმობს რუსეთის მიერ უკრაინაში დრონებითა და რაკეტებით განხორციელებული თავდასხმების უახლეს ტალღას, დარტყმები კვლავ საფრთხეს უქმნის ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ბირთვულ უსაფრთხოებას.
ამ დარტყმებმა შეაფერხა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ენერგომომარაგება, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ბირთვული უსაფრთხოებისთვის არსებულ რისკებს.
გენერალური მდივანი კიდევ ერთხელ მოუწოდებს რუსეთს უკრაინაში სრული, დაუყოვნებლივი და უპირობო ცეცხლის შეწყვეტისკენ, რაც იქნება პირველი ნაბიჯი სამართლიანი, ყოვლისმომცველი და მდგრადი მშვიდობისკენ, გაერო-ს ქარტიის, საერთაშორისო სამართლისა და გაეროს შესაბამისი რეზოლუციების გათვალისწინებით," - აღნიშნა გაერო-ს გენერალურმა მდივანმა.