
ილონ მასკმა საკუთარი პარტიის შექმნის შესახებ განაცხადა. ჯერ უცნობია, დაარეგისტრირა თუ არა SpaceX-ის დამფუძნებელმა პარტია ოფიციალურად.
"დღეს შეიქმნა "ამერიკის პარტია", რათა დაგიბრუნოთ თავისუფლება", - დაწერა მან საკუთარ სოციალურ ქსელ X-ში.
იქამდე, მასკმა ონლაინ გამოკითხვა ჩაატარა, რომელშიც დაახლოებით 1.3 მილიონი ადამიანი ჩაერთო. გამოკითხვის მონაწილეთა 65%-ზე მეტმა მხარი დაუჭირა იდეას "ორპარტიული სისტემისგან დამოუკიდებლობის შესახებ".
"გსურთ ახალი პოლიტიკური პარტია? თქვენ ის გექნებათ!", - განაცხადა მასკმა შედეგების გამოქვეყნების შემდეგ.