20 ივნისი 2026,   11:41
ვრცლად
შეძლებს თუ არა ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი ნდობის მიღებას - კენჭისყრა 10 ივლისს იგეგმება

შეძლებენ თუ არა ევროკომისია და მისი პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი, ნდობის მიღებას? ევროპარლამენტი საკითხის კენჭისყრაზე დაყენებისთვის ემზადება.

პროცესის დაწყების ინიციატორი რუმინელი მემარჯვენე ევრო-დეპუტატია, რომელიც ნდობის განხილვის საჭიროებას რამდენიმე მიზეზით ხსნის, მათ შორისაა კოვიდ პანდემიის დროს ევროკომისიის უარი ვაქცინების შესყიდვასთან დაკავშირებით ინფორმაციის მედიისთვის მიწოდებაზე.

კენჭისყრა ევროპარლამენტში 10 ივლისს გაიმართება, რამდენიმე დღით ადრე კი დებატები იქნება.

დღის ამბები