20 ივნისი 2026,   11:40
ვრცლად
ევროკავშირისა და ჩინეთის სტრატეგიული დიალოგის მორიგი შეხვედრა ბრიუსელში - კაია კალასმა და ვანგ იმ, ორმხრივი ურთიერთობები და მსოფლიოში მიმდინარე მოვლენები განიხილეს

ევროკავშირისა და ჩინეთის სტრატეგიული დიალოგის მე-13 შეხვედრა - ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში უმაღლესმა წარმომადგენელმა კაია კალასმა და ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვანგ იმ, ორმხრივი ურთიერთობები და მსოფლიოში მიმდინარე მოვლენები განიხილეს.

"ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ევროკავშირის ვალდებულება, კონსტრუქციულად ითანამშრომლოს ჩინეთთან გლობალური გამოწვევების მოსაგვარებლად.

ვაჭრობასთან დაკავშირებით, მან ხაზი გაუსვა ეკონომიკური ურთიერთობების ხელახალი დაბალანსების, ბაზარზე წვდომას თანაბარი პირობების ორმხრივი ურთიერთობის გაუმჯობესების მიზნით. ასევე კონკრეტული გადაწყვეტილებების მოძიების მნიშვნელობას", - წერია ევროკავშირის საგარეო ქმედების კომისარიატის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ პრესრელიზში.

დღის ამბები