24 აგვისტო 2026,   06:17
ვრცლად
"დისკუსია საჯარო უნდა იყოს, დახურულ კარს მიღმა რა შედეგს მიაღწიეს [ოპოზიციამ], ჩანს ისედაც, არ გამოსდით, წარმოიდგინეთ პარტნიორს შიმშილობის გამოცხადება დასჭირდა, რომ ლაპარაკი დაეწყოთ და მაინც არ გამოუვიდათ" - ალექსანდრე რაქვიაშვილი

პარტია "გირჩის" სათათბიროს წევრის, ალექსანდრე რაქვიაშვილის თქმით, პოლიტიკა საჯარო პროფესიაა და დისკუსია საჯარო უნდა იყოს. ამის შესახებ მან "ღამის კურიერის" ეთერში, ოპოციასთან შესაძლო თანამშრომლობის და დისკუსიის შესახებ საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, პოლიტიკურ პარტიებს, აშკარაა, რომ დახურულ კარს მიღმა მოლაპარაკება არ გამოსდით. 

"პოლიტიკა საჯარო პროფესიაა, დისკუსია, ბუნებრივია, საჯარო უნდა იყოს. დახურულ კარს მიღმა რა შედეგს მიაღწიეს ამ პარტიებმა, როცა ხან სალომე ზურაბიშვილთან ლაპარაკობდნენ, ხან ერთმანეთში, მშვენივრად ჩანს ისედაც. არ გამოსდით.

წარმოიდგინეთ, რომ მათ პარტნიორს ან ყოფილ პარტნიორს შიმშილობის გამოცხადება დასჭირდა, რომ ლაპარაკი დაეწყოთ და მაინც არ გამოუვიდათ. მე დარწმუნებული ვარ, რომ როგორც "ლელოს" პოზიცია იმაზე, რომ ადგილობრივი არჩევნების თემა შემოგდებულია და ამაზე ლაპარაკის დრო არ არის, როგორც "ნაციონალური მოძრაობის" პოზიცია, რომ არჩევნებში მონაწილეობა არ შეიძლება და ამიტომ, არაფერი არ უნდა ვაკეთოთ, ჯარიმები ავიკიდოთ და გვიხაროდეს, რომ პაატა ბურჭულაძემ თქვა, 34 ჯარიმა აქვს და თურმე ამით ასუსტებენ რეჟიმს. ეს ყველაფერი მგონია პრინციპის დონეზე მცდარი. მთელი პრობლემა იმაშია, რომ ჩვენ გვეშინია ამ ხალხთან [ოპოზიციასთან] დაახლოება, იმ გაგებით, რომ ამ ხალხს ლაპარაკი არ შეუძლიათ, ვერ ბედავენ დისკუსიას", - ამბობს ალექსანდრე რაქვიაშვილი.

დღის ამბები