20 ივნისი 2026,   10:19
ვრცლად
USAID-ი პირველი ივლისიდან ყველა საგარეო დახმარებას აჩერებს 

USAID-ი პირველი ივლისიდან ოფიციალურად შეწყვეტს საგარეო დახმარების განხორციელებას, - ამის შესახებ, აშშ-ის სახელმიფო მდივანი, მარკო რუბიო აცხადებს

"საგარეო დახმარების პროგრამებს, რომლებიც შეესაბამება [აშშ-ის] ადმინისტრაციის პოლიტიკას და ემსახურება ამერიკის ინტერესებს, სახელმწიფო დეპარტამენტი განახორციელებს. ეს უზრუნველყოფს მეტ ანგარიშვალდებულებას, სტრატეგიასა და ეფექტურობას.

ჩვენ ბოდიშს არ მოვიხდით იმის აღიარებისთვის, რომ ამერიკის დიდი ხნის ერთგულება ჰუმანიტარული დახმარებისა და საზღვარგარეთ ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობის მიმართ უნდა შეესაბამებოდეს „ამერიკა უპირველეს ყოვლისა“ საგარეო პოლიტიკას“, - აღნიშნულია სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს მიერ გამოქვეყნებულ წერილში. 

დღის ამბები