ბაქოში რუსეთის მოქალაქეები დააკავეს. აზერბაიჯანის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ორ დანაშაულებრივ ჯგუფს ირანიდან ნარკოტიკები შეჰქონდა და ყიდდა, ასევე ისინი ჩართულები იყვნენ კიბერ დანაშაულშიც. სამართალდამცავ უწყებაში განმარტავენ, რომ საქმეზე ოპერატიული სამძებრო ღონისძიებები ამ დრომდე გრძელდება.
დაკავებულთა რაოდენობა რუსეთის სამთავრობო მედიის ""სპუტნიკის"" ოფისში ჩხრეკის შემდეგადაც გაიზარდა . სააგენტოს ბაქოს ფილიალში შვიდი ადამიანი აიყვანეს. ქვეყნის პროკურატურა ""სპუტნიკის"" წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეს თაღლითობის, უკანონო მეწარმეობის და დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების ლეგალიზაციის მუხლებით აწარმოებს.