ფულის წვიმა აშშ-ის ქალაქ დეტროიტში - ვერტმფრენიდან ათასობით დოლარიანი კუპიურა გადმოყარეს.
Detroit News-ის ცნობით, ეს იყო ადგილობრივი ავტოსამრეცხაოს მფლობელის უკანასკნელი სურვილი გარდაცვალებამდე.
სანახაობრივი აქციის გამო ქუჩაც კი გადაიკეტა - თვითმხილველები ამბობენ, რომ ყველაფერი მშვიდობიანად და ჩხუბის გარეშე წარიმართა.