09 ივნისი 2026,   01:47
ვრცლად
კახეთის პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკის ჯგუფურად, უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, უცხო ქვეყნის სამი მოქალაქე დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1998 წელს დაბადებული პირები: რუმინეთის მოქალაქე ა.ნ., ერითრეას მოქალაქე ფ.მ., იორდანიის მოქალაქე ი.ა. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების, ჯგუფურად, უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.

ამავე ბრალდებითაა დაკავებული კიდევ ერთი პირი - 2002 წელს დაბადებული ო.ა.

დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დღის ამბები