23 აგვისტო 2026,   22:07
ვრცლად
საქართველოს ელჩმა, შოთა გეწაძემ, შვეიცარიის პრეზიდენტს რწმუნებათა სიგელები გადასცა

შვეიცარიის კონფედერაციაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა შოთა გეწაძემ, რწმუნებათა სიგელები გადასცა შვეიცარიის პრეზიდენტს, მის აღმატებულებას, კარინ ქელერ-სუთერს.

მთავრობის ფედერალურ სასახლეში გამართული სიგელების გადაცემის ცერემონიის შემდეგ, გაიმართა შეხვედრა პრეზიდენტსა და ელჩს შორის.

"საუბარი შეეხო ორ ქვეყაანს შორის არსებულ თანამშრომლობას როგორც ორმხრივ, ასევე მრავალმხრივ ფორმატებში.

ელჩმა შოთა გეწაძემ მადლობა გადაუხადა პრეზიდენტს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისათვის, ასევე აღინიშნა შვეიცარიის მედიაციის როლი.

საუბარი ასევე შეეხო საქართველოს სტრატეგიულ მდებარეობასა და გეოპოლიტიკურ მნიშვნელობას, ხაზი გაესვა ქვეყანაში მიმდინარე მსხვილ ეკონომიკურ პროექტებსა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს", - აღნიშნულია საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დღის ამბები