22 აგვისტო 2026,   11:52
ვრცლად
"საძოვრები იყო, შეშა გამოგვქონდა, ინერტული მასალები იყო, იმას ვეზიდებოდით სოფლისთვის, ახლა ვეღარაფერი ვერ გამოგვაქვს" - პროკურატურაში ჩორჩანას მკვიდრის, ელგუჯა ხარაზიშვილის გამოკითხვა იწყება

ამ წუთებში გენერალურ პროკურატურაში ჩორჩანას მკვიდრის, ელგუჯა ხარაზიშვილის გამოკითხვა იწყება. ის უწყებაში ცოტა ხნის წინ მივიდა. დღესვე პროკურატურაში დაბარებულია შიდა ქართლის ყოფილი გუბერნატორი გიორგი ხოჯევანიშვილი.

გამოძიება მიმდინარეობს "საქართველოს წინააღმდეგ საბოტაჟის საქმეზე", რომლის ერთ-ერთი ნაწილიც ჩორჩანასთან საგუშაგოს ჩადგმის ეპიზოდია.

პროკურატურამდე, ჩორჩანას მკვიდრი, ელგუჯა ხარაზიშვილი პარლამენტის საგამოძიებო კომისიის სხდომაზე იმყოფებოდა. ​მან იმ თემაზე ისაუბრა, რა ზიანი მიადგათ ადგილობრივებს სოფელ ჩორჩანაში საგუშაგოს გახსნის გადაწყვეტილებით.

"გამოღმა ისინი არასდროს გამოსულან და როცა გაკეთდა ჩვენი საგუშაგო, იმის შემდეგ ამოიწიეს კილომეტრ-ნახევარი. ჩვენ იქ ვეღარ შევდივართ. საძოვრად [ვიყენებდით], შეშა გამოგვქონდა, ახლა ვეღარ შევდივართ. დაახლოებით 100 ჰექტარი ტყე დავკარგეთ, საძოვრები, წიაღისეული იყო, ინერტული მასალები იყო, იმას ვეზიდებოდით სოფლისთვის. ახლა ვეღარაფერი ვერ გამოგვაქვს," - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი, ელგუჯა ხარაზიშვილი.

გამოძიების ფარგლებში, შესწავლის საგანია მათ შორის 2019 წელს, გიორგი გახარიას გადაწყვეტილებით, საოკუპაციო ხაზთან საგუშაგოს გახსნა, რის შედეგადაც მოსახლეობა ვეღარ სარგებლობს მიმდებარე ტყით და მიწებით, საუბარია მილიონ კვადრატულ მეტრზე.

 

დღის ამბები