სისხლის დონორის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, თბილისის საკრებულომ სისხლის ცენტრთან მემორანდუმი გააფორმა. შეთანხმების მიხედვით, სისხლის ცენტრი უზრუნველყოფს უსაფრთხო სისხლის მარაგის შექმნას იმ ბავშვებისთვის, რომლებსაც სისხლი და მისი კომპონენტები სასიცოცხლოდ სჭირდებათ.
სისხლის დონორის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, საკრებულოში სისხლის უანგარო დონაციის აქციაც გაიმართა.