08 ივლისი 2025,   09:26
ვრცლად
სასამართლომ ეკა მიშველაძე 4000 ლარით დააჯარიმა, ხოლო ნანუკა ჟორჟოლიანის საქმეზე გადაწყვეტილება 17 ივნისს გახდება ცნობილი

საქალაქო სასამართლოში გრძელდება განხილვები სოციალურ ქსელსა და საჯარო სივრცეში პოლიტიკური ნიშნით შეურაცხყოფიის ფაქტებთან დაკავშირებით. მოსამართლემ 4 000 ლარით დააჯარიმა ეკა მიშველაძე, რომელიც პროცესს თავად არ დასწრებია. ნანუკა ჟორჟოლიანის საქმეზე კი გადაწყვეტილება 17 ივნისს გახდება ცნობილი.

მედიის წარმომადგენლებს შინაგან საქმეთა სამინისტრო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის დარღვევას ედავება, რომელიც პოლიტიკური თანამდებობის პირის სიტყვიერ შეურაცყხყოფას გულისხმობს. მუხლი სასჯელის სახით 4 000 ლარამდე ჯარიმას ან 45 დღემდე ადმინისტრაციულ პატიმრობას ითვალისწინებს.

"შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173​-16-ე მუხლის საფუძველზე, რაც გულისხმობს, სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირისა თუ საჯარო მოხელის სიტყვიერ შეურაცხყოფას. აღნიშნულ, სიტყვიერ შეურაცხყოფას ადგილი ჰქონდა სოციალურ ქსელში იმ პირების მიერ, რომლებიც გასცდნენ გამოხატვის თავისუფლებას და მათმა გამონათქვამებმა შეიძინეს შეურაცხმყოფელი ხასიათი. შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები და წარედგინა თბილისის საქალაქო სასამართლოს. დღევანდელი მონაცემებით, აღნიშნული პირების რაოდენობა არის 18, ამასთან, სამართალდარღვევის ფაქტები არის 40-მდე," - აღნიშნა შინაგან საქმეთა სამინისტროს სასამართლოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა, მარიამ კერესელიძემ.

 

დღის ამბები