ხმაური იყო გამთენიისას ჭავჭავაძის გამზირზე, სადაც აქციის მონაწილეებმა ღამე გაათენეს. აქციის მონაწილეებს სამართალდამცავებმა გზის გახსნისკენ მოუწოდეს და ამისთვის მათ 15-წუთიანი ვადა მისცეს. დროის გასვლის შემდეგ, ისინი გზის სავალი ნაწილიდან ტროტუარზე გადაიყვანეს, ტერიტორია კი დასუფთავების სამსახურმა მოაწესრიგა.
შეგახსენებთ, რომ აქციის მონაწილეები გუშინ საღამოს შეიკრიბნენ, ისინი მათე დევიძეს მხარდაჭერას უცხადებდნენ. პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებული 21 წლის მათე დევიძე სასამართლომ დამნაშავედ ცნო. მას 4 წლისა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.