24 აგვისტო 2026,   07:55
ვრცლად
უნგრეთი და საქართველო ორი სუვერენული სახელმწიფოა, რომლებიც უარს ამბობენ სხვის ომში პაიკებად ქცევაზე. უარს ვამბობთ შანტაჟის და უცხოური ზეწოლის ობიექტად ქცევაზე - ვიქტორ ორბანი

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის შესახებ სოციალურ ქსელ X-ზე პოსტს აქვეყნებს.

როგორც ორბანი წერს, უნგრეთი და საქართველო უარს ამბობენ, იყვნენ პაიკი ვინმეს ომში.

"წელს უკვე მეოთხედ ვხვდები საქართველოს პრემიერ-მინისტრს ბატონ ირაკლი კობახიძეს. უნგრეთი და საქართველო ორი სუვერენული სახელმწიფოა. რომლებიც უარს ამბობენ სხვის ომში პაიკებად ქცევაზე. უარს ვამბობთ შანტაჟის და უცხოური ზეწოლის ობიექტად ქცევაზე და ვირჩევთ ეკონომიკური ზრდის, ენერგოუსაფრთხოების და მჭიდრო თანამშრომლობის გზას. აბა, შევუდექით მუშაობას!" – წერს ვიქტორ ორბანი X-ზე. 

დღის ამბები