24 აგვისტო 2026,   02:46
ვრცლად
დანიგანი ელჩის თანამდებობას ტოვებს - დიპლომატმა, დიპლომატიური საქმიანობის ვადაზე ადრე შეწყვეტის მიზეზად, პენსიაზე გასვლა დაასახელა და თქვა, რომ მისი გაწვევა ამერიკის მთავრობას არ მოუთხოვია

"ეს სრულიად პირადი გადაწყვეტილებაა. ჩემი გაწვევა ჩემს მთავრობას არ მოუთხოვია. საქართველოში აშშ-ის ელჩად ყოფნა ჩემი კარიერის უდიდესი პატივი და პრივილეგიაა." - ელჩის გადაწყვეტილება ამერიკის საელჩოს "ფეისბუკით" გავრცელდა.

დიპლომატმა დიპლომატიური საქმიანობის ვადაზე ადრე შეწყვეტის მიზეზად პენსიაზე გასვლა დაასახელა და თქვა, რომ მისი გაწვევა ამერიკის მთავრობას არ მოუთხოვია.

ამერიკის ელჩი ქვეყანას ივლისში დატოვებს. მის შემცვლელს შტატების ახალი ადმინისტრაცია, სავარაუდოდ ამის შემდეგ წარადგენს. ოპოზიციაში ამბობენ, რომ დიპლომატების ცვლილება ორ სახელმწიფოს შორის არსებულ ურთიერთობას კარდინალურად ვერ შეცვლის.

პენსიაზე გასულ დანიგანს წარმატებას უსურვებს მმართველი გუნდი. უმრავლესობის წევრების განცხადებით, საქართველოს მთავრობის მხრიდან ძალაშია გზავნილი, რომ ქართულ-ამერიკული ურთიერთობები სუფთა ფურცლიდან დაიწყოს.

რობინა დანიგანმა საქართველოში ამერიკის ელჩის პოზიციაზე კელი დეგნანი შეცვალა. დიპლომატი ელჩის თანამდებობას 2 წლის განმავლობაში იკავებდა. ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ დანიგანის კანდიდატურა 2023 წლის ივლისში წარადგინა. ამავე წლის ოქტომბერში კი ამერიკის ელჩი დიპლომატიურ საქმიანობას ოფიციალურად შეუდგა.

დღის ამბები