აშშ-ის ელჩის საქართველოში, რობინ დანიგანის განცხადებას გადადგომის შესახებ ოპოზიციაში გამოეხმაურნენ. "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ირაკლი ფავლენიშვილის განცხადებით, საქართველო-აშშ-ის ურთიერთობაში კარდინალური ცვლილებები მოსალოდნელი არ არის.
"ამერიკას აქვს ორპარტიულ კონსენსუსზე დაფუძნებული პოლიტიკა საქართველოსთან მიმართებაში, ამიტომაც არანაირ ცვლილებებს არ ველოდებით. არანაირ კარდინალურ ცვლილებებს არ ველოდებით, ეს საკადრო საკითხი არ გახლავთ," - აცხადებს ირაკლი ფავლენიშვილი.