09 ივნისი 2026,   01:47
ვრცლად
მეტროსადგურ "ღრმაღელის" მიმდებარე ტერიტორიაზე კაცი მოკლეს - დაჭრილია ორი პირი

თბილისში, გურამიშვილის გამზირზე, მეტროსადგურ "ღრმაღელის" მიმდებარე ტერიტორიაზე სამი მამაკაცი ცივი იარაღით დაჭრეს. მათგან ერთი, საავადმყოფოში გადაყვანისას, უგონო მდგომარეობაში იყო. ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

"რუსთავი 2-ის" ინფორმაციით, დამნაშავე დაკავებულია და საქმეზე დაწყებულია გამოძიება.

როგორც თვითმხილველმა "რუსთავი 2-ს" განუცხადა, დაჭრას წინ უძღოდა ურთიერთშელაპარაკება.

შემთხვევა გუშინ, ღამის საათებში მოხდა.

დღის ამბები