ევროკავშირის პრესსპიკერი ზურაბ ჯაფარიძის, ნიკა მელიას და სხვა პოლიტიკოსებისა და აქტივისტების გათავისუფლებას ითხოვს. ამის შესახებ სოციალურ ქსელ "იქსზე" ანუარ ელ ანუნი წერს.
"პოლიტიკური ფიგურებისა და აქტივისტების დევნა ეწინააღმდეგება დემოკრატიულ ღირებულებებს", - წერია ევროკავშირის პრესსპიკერის პოსტში.
ანუნის განცხადებით, "ყველა ვინც დაკავებულია ფუნდამენტური უფლებების რეალიზაციის გამო უნდა გათავისუფლდნენ."