ირაკლი კობახიძემ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს უწყების ახალი ხელმძღვანელი წარუდგინა. გელა გელაძის წარდგენას ესწრებოდა უკვე ყოფილი მინისტრი, ვახტანგ გომელაური.
თავის მხრივ, გელა გელაძემ პრემიერ-მინისტრს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა. მან, ასევე, მადლობა გადაუხადა ვახტანგ გომელაურს გამოხატული მხარდაჭერისთვის.
"დიდი მადლობა ბატონო პრემიერო ნდობისთვის, მადლობა ბატონ ვახტანგს. სხვადასხვა საჯარო სექტორში მუშაობის პერიოდში, ბატონი ვახტანგი გამორჩეულად ჩემი პირადი მხარდამჭერი იყო და მადლობა ამისთვის. მადლობა იმისთვის რაც ამ უწყებისთვის გაქვთ გაკეთებული, რეფორმებიდან დაწყებული. თითოეულ თანამშრომელს მადლობა, ფასდაუდებელია თქვენი შრომა, ეს გარემო ჩემთვის უცხო არ არის, თითქმის ყველას ვიცნობ და დარწმუნებული ვარ, კიდევ უფრო მეტ წარმატებას მივაღწევთ ერთად," - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა.