მსოფლიოში ყველაზე მაღალი ხიდი ჩინეთში, მიმდინარე წლის ივნისში გაიხსნება. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
ხიდი გრანდიოზულ ჰუაძიანგის კანიონზე გაივლის, რომელსაც დედამიწის ნაპრალსაც უწოდებენ და მგზავრობის დროს 2 საათიდან ერთ წუთამდე შეამცირებს.
ხიდი მთლიანად ფოლადისგან არის დამზადებული. მისი სიგრძე 2.9 კმ-ია, ხოლო სიმაღლე ზღვის დონიდან 625 მეტრია.
ადგილობრივი სახელმწიფო მედიის ცნობით, მშენებლობა ოფიციალურად 2022 წლის 18 იანვარს დაიწყო და მისი დასრულება 2025 წლის 30 ივნისს იგეგმება.