24 აგვისტო 2026,   01:02
ვრცლად
"ეს არის სტანდარტული მილოცვა დამოუკიდებლობის დღეებზე" - გრიგოლ გეგელია ტრამპის მისალოც წერილზე

დონალდ ტრამპი მიხეილ ყაველაშვილს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. ამასთან, შეერთებული შტატების პრეზიდენტი აცხადებს, რომ მისი ადმინისტრაცია ერთგულია, განამტკიცოს საქართველოს მთავრობასთან მშვიდობიანი და ნაყოფიერი ურთიერთობები.

დონალდ ტრამპის წერილს უკვე მოჰყვა შეფასებები ოპოზიციაში. 

"ეს არის სტანდარტული მილოცვა დამოუკიდებლობის დღეებზე, რომელიც ასევე სტანდარტულად ახსენებს როგორც ვხედავთ ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას. თუ მოხდება ამ ვითარების შეცვლა და გადატვირთვა, რა თქმა უნდა, ეს იქნება კარგი ჩვენი ქვეყნისთვის და მისი მოქალაქეებისთვის,"- აცხადებს პარტია ”ლელო - ძლიერი საქართველოს” საერთაშორისო მდივანი გრიგოლ გეგელია.

დღის ამბები