24 აგვისტო 2026,   09:21
ვრცლად
"ოპოზიციაში ჩანერგილი მოქალაქეები არიან ბევრნი და შემოპარულიც ყოფილა ბევრი... კაკაურიძე არ ყოფილა ჩვენი პარტიის წევრი ოფიციალურად, მათ შორის, არც საკრებულოს ფრაქციის წევრი" - ირაკლი კუპრაძე

"კაკაურიძე არ ყოფილა ჩვენი პარტიის წევრი ოფიციალურად, მათ შორის, არც საკრებულოს ფრაქციის წევრი", - ასე პასუხობს "ლელო - ძლიერი საქართველოს" გენერალური მდივანი ირაკლი კუპრაძე "ღამის კურიერის" ეთერში შეკითხვას პარტიის უკვე ყოფილ წევრზე, რომელმაც ზურაბ აბაშიძის საკრებულოს თავმჯდომარედ არჩევას მხარი დაუჭირა, ამით კი ოპოზიციის კრიტიკა დაიმსახურა. 

საუბარია, "ლელოს" წევრზე, რომელმაც ხმა მისცა ზურაბ აბაშიძის საკრებულოს თავმჯდომარედ არჩევას, მას ეს ერთი ხმა აკლდებოდა და ამის შემდეგ "ლელომ" ის პარტიიდან გარიცხა.

ირაკლი კუპრაძის თქმით, ოპოზიციაში ჩანერგილი მოქალაქეები ბევრნი არიან და წლების განმავლობაში შემოპარულებიც ბევრნი ყოფილან.

"ოპოზიციაში ჩანერგილი მოქალაქეები არიან ბევრნი და შემოპარულებიც ყოფილან ბევრი წლების განმავლობაში, მაგრამ ამის საპასუხოდ "ქართული ოცნების" მხარდამჭერებს მივმართავ, რომლებიც "რუსთავი 2-ს" უყურებენ - დაინახონ, რომ "ქართული ოცნება" ყოველდღიურად ყიდულობს ამ მოღალატეებს. არ არის პრობლემა, რომ კაკაურიძე - ყოფილი "ნაციონალი" წაიყვანეს? პრობლემა არ არის "ქართული ოცნების" მხარდამჭერებისთვის? ამ დროს რომ ყიდულობენ ამ პროცესში მოქალაქეებს და ისევ გივი მიქანაძე რომ უზის, ადეიშვილის მოადგილზე, რაზე მელაპარაკება საერთოდ რომელიმე "ქოცი"? რა პრეტენზია აქვს საერთოდ ვინმესთან ამ პროცესში?

უნდა ითქვას, რომ კაკაურიძე არ ყოფილა ჩვენი პარტიის წევრი ოფიციალურად, მათ შორის, არც საკრებულოს ფრაქციის წევრი - ეს ოფიციალური მონაცემებია, ამის გადამოწმება საჯაროდაც შეგიძლიათ. მან დაუშვა შეცდომა, უღალატა პირველ რიგში საკუთარ თავს და ასეთი მოღალატეების ადგილი არის სწორედ "ქართულ ოცნებაში" და სიკეთეში მოახმაროს ირაკლი კობახიძეს და ბიძინა ივანიშვილს ეგეთი მოღალატეები", - აცხადებს პარტია "ლელო - ძლიერი საქართველოს" გენერალური მდივანი ირაკლი კუპრაძე.

დღის ამბები