21 ივნისი 2026,   16:20
ვრცლად
"მოვუწოდებთ ვაშინგტონს, რაც შეიძლება სწრაფად თქვას უარი ამ სისტემის განვითარებაზე და გადადგას ნაბიჯები ნდობის გასაძლიერებლად" - ჩინეთის საგარეო უწყების პრეს-სპიკერი "ოქროს გუმბათზე"

აშშ-ის პრეზიდენტის ახალი იდეას, რომელიც შტატებში "ოქროს გუმბათის" შექმნას გულისხმობს, ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან გამოხმაურება მოჰყვა.

როგორც ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სპიკერი, მაო ნინგი აცხადებს, რომ ეს გადაწყვეტილება "ძირს უთხრის გლობალურ სტრატეგიულ ბალანსსა და სტაბილურობას."

"შეერთებული შტატები, რომელიც ამერიკის პირველ ადგილზე დაყენების პოლიტიკას მისდევს, ცდილობს საკუთარი აბსოლუტური უსაფრთხოების უზრუნველყოფას, ეს კი ძირს უთხრის გლობალურ სტრატეგიულ ბალანსსა და სტაბილურობას. ჩინეთი სერიოზულად შეშფოთებულია ამის გამო. მოვუწოდებთ ვაშინგტონს, რაც შეიძლება სწრაფად თქვას უარი ამ სისტემის განვითარებაზე და გადადგას ნაბიჯები ნდობის გასაძლიერებლად," - განაცადა მაო ნინგიმ.

დონალდ ტრამპი ქვეყნის უსაფრთხოების გაძლიერებაზე ახალი პროექტის შესახებ ალაპარაკდა. მან გლობალური საფრთხეების ფონზე, "ოქროს გუმბათის" შექმნის შესახებ ისაუბრა.

ავტორი: ნათია ჩეხერია

 

დღის ამბები