21 ივნისი 2026,   14:11
ვრცლად
აშშ-ის ახალი თავდაცვითი ეპოქის დასაწყისი - ტრამპი "ოქროს გუმბათის" შექმნის შესახებ საუბრობს და მის სრულად დანერგვას 3 წელიწადში, პრეზიდენტობის ვადის დასრულებამდე გეგმავს

აღმოსავლეთ ევროპაში ომის დასრულებას ჯერ ბოლო არ უჩანს, ამ ფონზე კი მთავარი მედიატორი, დონალდ ტრამპი მუშაობას საკუთარი ქვეყნის უსაფრთხოების გაძლიერებაზე იწყებს. გლობალური საფრთხეების ფონზე, ამერიკის შეერთებული შტატები "ოქროს გუმბათის" შექმნაზე ალაპარაკდა.

ახალი თავდაცვითი ეპოქის დასაწყისი - რეიგანისა და ბუშის შემდეგ, ტრამპი შეეცდება შექმნას ანტისარაკეტო სისტემა, რომელიც ამერიკას ჰიპერბგერითი, ბალისტიკური და საკრუიზო რაკეტების იერიშებისგან დაიცავს. ანტისარაკეტო ფარი 175 მილიარდი დოლარი დაჯდება. გეგმის მიხედვით, რადარები განთავსდება ყველგან - მიწაზეც, ზღვაშიც და კოსმოსშიც. ეს კი ამერიკის შეერთებულ შტატებზე თავდასხმის შანსს მინიმუმამდე შეამცირებს.

მსგავსი საჰაერო თავდაცვის სისტემა ისრაელსაც აქვს, თუმცა დონალდ ტრამპის იდეა "რკინის გუმბათზე" მეტად მასშტაბური და მრავალმილიარდიანია. ანტისარაკეტო ფარის ამოქმედება ტრამპის პრეზიდენტობის ვადაშია დაგეგმილი.

"მოხარული ვარ განვაცხადო, რომ ოფიციალურად შევარჩიეთ დიზაინი უახლესი სისტემისთვის, რომელიც განათავსებს ახალი თაობის ტექნოლოგიებს ხმელეთზე, ზღვასა და კოსმოსში, მათ შორის, კოსმოსურ სენსორებსა და გამანადგურებელ გზადამჭრელებს. "ოქროს გუმბათის" ეს დიზაინი, ჩვენ არსებულ თავდაცვით შესაძლებლობებთან ინტეგრირდება. ჩემი ვადის დასრულებამდე, ის სრულად უნდა ამოქმედდეს, ამიტომ ამას სამ წელიწადში გავაკეთებთ. "ოქროს გუმბათი" სრულიად სხვა ლიგაა, მსგავსი რამ არასდროს ყოფილა. ეს ძალიან კარგი თავდაცვითი საშუალება იქნება. დარწმუნებული იყავით, რომ მსგავსი არაფერი იარსებებს და ვერც სხვას შეეძლება ამის შექმნა. კანადა დაგვიკავშირდა და მათ სურთ, რომ ამ პროცესის მონაწილეები იყვნენ. მათაც სურთ დაცვა ჰქონდეთ" - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

ამასთან, როგორც ტრამპმა განაცხადა, პროცესში მონაწილეობაც კანადასაც სურს. კანადის პრემიერ-მინისტრის, მარკ კარნის თქმით, ამჟამად ამერიკასა და კანადას შორის მიმდინარეობს აქტიური დისკუსიები უსაფრთხოების საკითხებზე.

"ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, თუ ასე მოვისურვებთ, ინვესტიციებითა და პარტნიორობით მივიღოთ მონაწილეობა პროექტში "ოქროს გუმბათი." ამჟამად ამერიკასა და კანადას შორის მიმდინარეობს აქტიური დისკუსიები უსაფრთხოების საკითხებზე, მათ შორის, არსებულ და ახალ პროგრამებზე, როგორიცაა "ოქროს გუმბათი" - მარკ კარნმა.

 

ავტორი: ნათია ჩეხერია

დღის ამბები