ევროსაბჭოს გენერალური მდივანი ცხრა ევროპული ქვეყნის ინიციატივას აკრიტიკებს და სტაბილურობის ძირის გამოთხრის რისკზე საუბრობს.
ალან ბერსე უცხოელი დამნაშავეების დეპორტაციის გამარტივების წინადადებას პასუხობს და ამბობს, რომ არცერთი სასამართლო, არ უნდა განიცდიდეს პოლიტიკურ ზეწოლას.
წერილში, რომლის შედგენის ინიციატორები იტალია და დანია არიან, წერია, რომ ევროკავშირის სახელმწიფოებს ფართო ავტონომია უნდა ჰქონდეთ, უცხოელი დამნაშავეების გაძევების გადაწყვეტილების მიღებისას.
წერილი ევროპულ ქვეყნებს მოუწოდებს, გადახედონ, თუ როგორ ახდენენ სასამართლოები ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის ინტერპრეტაციას და ფიქრობენ, რომ მოცემულ ხელშეკრულებას, სასამართლო დეპორტაციების დასაბლოკად არ უნდა იყენებდეს.