21 ივნისი 2026,   11:34
ვრცლად
"მას შემდეგაც, რაც ევროკავშირმა ვლადიმერ პუტინის რეჟიმს უკრაინაში შეჭრის გამო სანქციების ახალი პაკეტი დაუწესა, გერმანულმა ტექნოლოგიურმა კომპანიამ რუსეთში შეზღუდვის ფარგლებში მოქცეული ტექნოლოგიების ექსპორტი მაინც შეძლო" - POLITICO

Politico-ს ინფორმაციით, გერმანულმა ტექნოლოგიურმა კომპანიამ რუსეთში შეზღუდვის ფარგლებში მოქცეული ტექნოლოგიების ექსპორტი მაინც შეძლო.

"მას შემდეგაც, რაც ევროკავშირმა ვლადიმერ პუტინის რეჟიმს უკრაინაში შეჭრის გამო სანქციების ახალი პაკეტი დაუწესა, გერმანულმა ტექნოლოგიურმა კომპანიამ რუსეთში შეზღუდვის ფარგლებში მოქცეული ტექნოლოგიების ექსპორტი მაინც შეძლო. POLITICO-ს მიერ ჩატარებულმა გამოძიებამ დაადგინა, რომ Kontron-მა, რომელიც ახორციელებს ოპერაციებს ევროკავშირში, ბრიტანეთსა და ამერიკაში, გამოიყენა სლოვენიური შვილობილი კომპანია 2023 წლის ბოლოს, 3,5 მილიონ ევროზე მეტი ღირებულების სატელეკომუნიკაციო ტექნოლოგიის ექსპორტისთვის თავის რუსულ ფილიალში. ეს იმის მიუხედავად, რომ ევროკავშირის სანქციების რამდენიმე პაკეტი ძალაში შევიდა 2023 წელს, მათ შორის მე-11 - იმავე წლის ივნისში. ის მიზნად ისახავდა რუსეთში მოწინავე და ორმაგი დანიშნულების ტექნოლოგიების ექსპორტის შეზღუდვას", - აღნიშნულია სტატიაში.

დღის ამბები