მთელ ევროპაში უცხოური გავლენის შესახებ კანონები შემოდის. მათი განზრახვა შესაძლოა ლეგიტიმური იყოს. მაგრამ, როგორც უკვე განვმარტე, ეს ზომები არ უნდა იქნას გამოყენებული კრიტიკის ჩასახშობად ან სამოქალაქო სივრცის შესამცირებლად, - ამის შესახებ ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა და შვეიცარიის ყოფილმა პრეზიდენტმა ალენ ბერსემ ისაუბრა.
მისი თქმით, ეს კანონები ორმაგი სტანდარტების გარეშე უნდა იქნას განხილული, განსაკუთრებით სასამართლოს მიერ.
ბერსეს განცხადებით, ის, რაც მიუღებლად ითვლება საქართველოში ან უნგრეთში, იგივე საზომით უნდა შეფასდეს გერმანიაში ან რუმინეთში. რადგან ორმაგი სტანდარტები, რეალური იქნება ეს თუ აღქმული, ძირს უთხრის საზოგადოების ნდობას და აზიანებს ევროპის სანდოობას, განსაკუთრებით გლობალური სამხრეთის თვალში.