ინფრასტრუქტურის მინისტრი აზიის განვითარების ბანკის მუდმივი წარმომადგენლობის ხელმძღვანელს შეხვდა. მხარეებმა განიხილეს თანამშრომლობის საკითხები, ერთობლივი პროექტები და გეგმები.
"ვისაუბრეთ სამომავლო გეგმებზე, კონკრეტულად მიმდინარე პროექტებზე, ეს არის ბათუმი-სარფის შემოვლითი გზა გვირაბთან ერთად, ეს არის ქობულეთის შემოვლითი გზა. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ რაც შეიძლება მალე დაიწყოს თბილისის შემოვლითი გზის მშენებლობა. საუბარი შეეხო ამ პროექტების მიმდინარეობას და ასევე, გამოვთქვით სურვილი, რომ კიდევ უფრო გაღრმავდეს ჩვენი პარტნიორობა", - აცხადებს საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრი, რევაზ სოხაძე.