რუსეთ-უკრაინას შორის სტამბოლში გამართული მოლაპარაკებები მსოფლიოში კვლავ განხილვის თემაა. სხვადასხვა სახელმწიფოების ლიდერები უკრაინაში ომის დასრულების პერსპექტივებზე საუბრობენ.
პროცესზე ისაუბრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმაც. მარკო რუბიოს განცხადებით, ევროპის კონტინენტზე ომი უმოკლეს ვადებში დასრულდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ვაშინგტონი მოლაპარაკებების პროცესს გამოეთიშება.
"ერთი მხრივ, ვცდილობთ მშვიდობის მიღწევას და სისხლიანი, ძვირადღირებული და დამანგრეველი ომის დასრულებას, ამიტომ, საჭიროა მოთმინების გარკვეული ელემენტი. მეორე მხრივ, არ შეგვიძლია დროის დაკარგვა. მსოფლიოში ბევრი სხვა რამ ხდება, რაზეც ასევე უნდა გავამახვილოთ ყურადღება. ამიტომ არ გვინდა, ჩაბმული ვიყოთ უსასრულო მოლაპარაკებების პროცესში, უნდა იყოს გარკვეული პროგრესი, გარკვეული წინსვლა. მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში თუ მივიღებთ კიევისა და მოსკოვის მიერ მომზადებულ დოკუმენტს, რომელიც აჩვენებს, რომ ორივე მხარე მიდის დათმობებზე, არის რეალისტური და რაციონალური თავის მიდგომაში, მაშინ, ვფიქრობ, შეგვიძლია, დარწმუნებული ვიყოთ, რომ თანამშრომლობას გავაგრძელებთ. თუკი ის, რასაც ვხედავთ, არ იქნება ძალიან პროდუქტიული, შესაძლოა, გვქონდეს სხვა შეფასება", - განაცხადა მარკო რუბიომ.