11 აგვისტო 2026,   02:52
ვრცლად
ქუთაისში ოჯახის სიწმინდის დღისადმი მიძღვნილი პარაკლისი დასრულდა

დედაქალაქის გარდა, ოჯახის სიწმინდის დღე აღინიშნა 9 ქალაქში. მრევლი სხვადასხვა ლოკაციაზე შეიკრიბა, შემდეგ კი მოეწყო მსვლელობა. სასულიერო პირებმა სადღესასწაულო პარაკლისი გადაიხადეს.

პატრიარქის მიერ 2014 წელს დაწესებული ოჯახის სიწმინდის დღე მასშტაბურად აღინიშნა ქუთაისშიც. ცენტრალურ მოედანზე უამრავი ადამიანი შეიკრიბა. ამ დროისთვის უკვე დასრულდა როგორც მსვლელობა, ასე სამშვიდობო პარაკლისი. მოქალაქეებმა ქუჩებში მსვლელობა გამართეს, რის შემდეგაც მათ ბაგრატის ტაძარში გადაინაცვლეს.

 

დღის ამბები