ევროპის სამგზის ჩემპიონმა, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ევროპელი სოციალისტების" თავმჯდომარემ, ვარლამ ლიპარტელიანმა მოქალაქეებს ოჯახის სიწმინდის დღე მიულოცა.
"მე ვფიქრობ, ეს დღე ყველა ქართველისთვის უმნიშვნელოვანესია, ყველამ კარგად ვიცით, რომ უწმინდესის ლოცვა-კურთხევით, უკვე წლების განმავლობაში დამკვიდრდა ეს ტრადიცია და ვფიქრობ, ეს ოდითგანვე მოგვყვება ჩვენ. ჩვენი იდენტობა სწორედ გამოიხატება ჩვენს კულტურაში, ჩვენს რწმენაში და ჩვენი ოჯახის პატივისცემაში. ვისაც საქართველო უყვარს, რა თქმა უნდა, მას პირველ რიგში, თავის ოჯახი უნდა უყვარდეს. ჩვენ ამ ტრადიციებით, ამ სულისკვეთებით დღემდე მოვიტანეთ ჩვენი ქვეყანა და დარწმუნებული ვარ, კიდევ საუკუნეების განმავლობაში გავაგრძელებთ ამ ტრადიციას და შევინარჩუნებთ ჩვენს ქვეყანაში, ჩვენს უძვირფასეს ოჯახებს,“ - განაცხადა ვარლამ ლიპარტელიანმა.